რელიგიები

საქართველოში

Religiebi.info წარმოადგენს ადამიანის უფლებათა ცენტრის ახალ რესურს, რომელიც რწმენის და აღმსარებლობის თავისუფლების საკითხებს გააშუქებს, ხელს შეუწყობს ტოლერანტობის კულტურის განვითარებას, რელიგიათაშორისი დიალოგის გაღრმავებას და აღმსარებლობის თავისუფლების  დაცვას.




გამოკითხვა

თქვენი აზრით, ირღვევა თუ არა რელიგიური უმცირესობების უფლებები საქართველოში?
დიახ არა არ ვიცი

სიახლეები

27.01.2016
მართლმადიდებელ ქალბატონს საყუნეთის მეჩეთის მოვლა-პატრონობა აუკრძალეს
„აქ წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაა. ხალხი მოდის და შესაწირი მოჰყავს. ერთხელ ერთმა აწყურელმა კაცმა გიორგობის დღესასწაულზე აქ ცხვარი დაკლა. შემდეგ სიზმარში ხმა ჩაესმა - მე რა დაგიშავეო... მეორე დღეს მოვიდა და აქვე, მეჩეთსაც შემოატარა ცხვარი და დაკლა“, - ასეთ ისტორიებს ხშირად მოისმენთ სოფელ საყუნეთში, სადაც მეჩეთსა და მართლმადიდებლურტაძარს ერთმანეთისგან რამდენიმე მეტრი აშორებთ. დღეს ტაძარი მოქმედია, მეჩეთი კი - მიტოვებული. საყუნეთის მეჩეთს 2012 წელსკულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. წარწერის მიხედვით, იგი1927 წელსაა აგებული.

22.01.2016
შეხვედრა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურ დირექტორთან
18 იანვარს ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენლები კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურ დირექტორს ნიკოლოზ ანთიძეს შეხვდნენ. შეხვედრა გაიმართა ადამიანის უფლებათა ცენტრის პროექტის - „რელიგიურ უმცირესობათა კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება“ - ფარგლებში. პროექტის მიზანია, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება რელიგიურ უმცირესობათა ისტორიული სალოცავების მდგომარეობის შესახებ. 
16.01.2016
ქუთაისის ღვთისმშობლის ხარების ეკლესიის კუთვნილების საკითხი ისევ გადაუჭრელია
დღესდღეობით, საქართველოში ხუთი ისტორიული ტაძარია, რომელსაც კათოლიკური ეკლესია თავის საკუთრებად მიიჩნევს, მაგრამ ხუთივე ტაძარი საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის საკუთრებაა. ესენია: ქუთაისის, გორის, ბათუმის, ივლიტასა (ახალციხის მუნიციპალიტეტი) და უდეს (ადიგენის მუნიციპალიტეტი) ეკლესიები.
30.12.2015
სურბ ეჩმიაძინისა და სურბ გევორგის ტაძრების რესტავრაციის შემდეგ სომეხთა სამოციქულო ეკლესია მათ საკუთრებაში გადაცემას ელის
საქართველოში სომეხთა წმინდა მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის რამდენიმე ათეული მოქმედი ტაძარია, პატარა სამლოცველოების ჩათვლით. 1930-იან წლებამდე ტაძრები სომეხი მრევლის საკუთრებაში იყო, შემდეგ კი კომუნისტურმა მთავრობამ ჩამოართვა, როგორც სხვა კონფესიებს. მხოლოდ თბილისის ორ ტაძარში - სურბ ეჩმიაძინისა და სურბ გევორგის ტაძრებში შებარჩუნდა წირვა-ლოცვა. დღესდღეობით თბილისში მხოლოდ ეს ორი ტაძარია მოქმედი. ორივეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული. 
21.12.2015
ონის სინაგოგა დღეს ისევ დაკეტილია
„1950 წელს ონში ჩასულ მაშინდელი სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს თანამშრომლებს შენობის კარი შიგნიდან ჩარაზული დახვდათ, მაგრამ შენობიდან ჩვილების ტირილი ისმოდა. როცა მიუყურადეს მიხვდნენ, რომ შენობაში ძალიან ბევრი ბავშვი იყო. ქუჩაში შეკრებილი უამრავი ონელისაგან კი შეიტყვეს, რომ შენობაში არა მხოლოდ ებრაელი, არამედ ქართველი დედებიც შვილებთან ერთად იმყოფებოდნენ, რათა არავისთვის მიეცათ სინაგოგის დახურვის საშუალება. ქართველი და ებრაელი ქალების ამ თავდადებამ ონის სინაგოგა განადგურებას გადაარჩინა“, - ასეთ გადმოცემებს მოისმენთ ონში ებრაელებისა და ქართველების მიერ ონის სინაგოგის დასაცავად განხორციელებული გმირული ისტორიებიდან. 
14.12.2015
იეჰოვას მოწმეების სამეფო დარბაზს თბილისში მეორედ ესროლეს
negazeti.ge

ვაზისუბანში მდებარე იეჰოვას მოწმეების სამეფო დარბაზი ბოლო 5 დღის განმავლობაში უკვე მეორედ ცეცხლსასროლი იარაღით დააზიანეს.
22.06.2015
რელიგიის ისტორიის სწავლა და რელიგიის შესწავლა
თამარ მოსიაშვილი, 
თარიღი: 19 მაისი 2015

,,იყო დრო, როცა ფიქრობდნენ, რომ იქ, სადა ერთისა და იმავე სახელმწიფოს ერნი სხვადასხვა წესით ადიდებენ ღმერთსა, ერთობა სახელმწიფოსი ვერ იხეირებსო და დაირღვევაო. რეფორმაციამ დაამტკიცა, რომ ეგ აზრი მარტო უმეცრების ნაყოფია: დაამტკიცა, რომ ერთსა და იმავე სახელმწიფოში ძალიან კარგად მოთავსდება სხვადასხვაობა სარწმუნოებისა და ერთობის კავშირის საძირკვლიდამ ერთს
ქვასაც ვერ გამოაცლის".
22.04.2015
რწმენის უფლება
აღდგომა მოდის და სკოლაში სააღდგომო პროექტებზე მუშაობაა გაჩაღებული: ბავშვები სათამაშო კვერცხებს ათასგვარად რთავენ, ხორბალს თესავენ, მუშაობენ სადღესასწაულო კედლის გაზეთზე... პატარებს ბიბლიური ისტორიების მოსმენაც ძალიან უყვართ. თუმცა გამოგიტყდებით, ყველაზე მეტად რელიგიური თემატიკის თხზულებების წაკითხვა მიჭირს. არ მინდა, პატარების ჯერ კიდევ გაუაზრებელ რწმენას შევეხო, ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობ, ბიბლიური ისტორიები ყოველგვარი გადაჭარბებული ემოციის გარეშე წავიკითხო.
12.02.2015
სიძულვილის ენის პრობლემა ქართულ მედიაში - ადამიანის უფლებათა ცენტრის ტრენინგი
 ნათია გოგოლაშვილი

7 თებერვალს ადამიანის უფლებათა ცენტრის გურჯაანის ოფისში ჩატარდა ერთდღიანი ტრენინგ-კურსი სიძულვილის ენის პრობლემის შესახებ. ტრენინგი ადამიანის უფლებათა ცენტრის პროექტის, „რელიგიის თავისუფლების ხელშეწყობა საქართველოში“, ფარგლებში გაიმართა. პროექტი ხორციელდება თურქეთში არსებული კანადის საელჩოს დაფინანსებით. ტრენინგს ესწრებოდნენ ჟურნალისტები, იურისტები, სტუდენტები, რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლები. სიძულვილის ენის შესახებ ერთდღიან კურსს  მედიატრენერი სალომე აჩბა უძღვებოდა.
09.01.2015
იეჰოვას მოწმეთა დევნის ფაქტებზე სახელმწიფო თვალს ხუჭავს
ნათია გოგოლაშვილი, humanrights.ge

რელიგიური რიტუალების ადგილებზე თავდასხმები, საზოგადოებრივი ზეწოლა და ძალადობა, დისკრიმინაცია, დევნა და შეურაცხყოფა - იეჰოვას მოწმეთა უფლებები საქართველოში ისევ ირღვევა. იეჰოვას მოწმეთა რელიგიური ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი ანგარიშის მიხედვით, 2013 წელს იეჰოვას მოწმეების წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობის 53 ფაქტი დაფიქსირდა. 2014 წლის იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით კი - 25 ფიზიკური თავდასხმის ფაქტი, აქედან ერთ-ერთი შემთხვევის დროს,  მძიმე ტრამვის შედეგად, ადამიანი გარდაიცვალა.
1 [2] 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13
Copyright © 2010 - 2017 HRIDC All Rights Reserved