რელიგიები

საქართველოში

Religiebi.info წარმოადგენს ადამიანის უფლებათა ცენტრის ახალ რესურს, რომელიც რწმენის და აღმსარებლობის თავისუფლების საკითხებს გააშუქებს, ხელს შეუწყობს ტოლერანტობის კულტურის განვითარებას, რელიგიათაშორისი დიალოგის გაღრმავებას და აღმსარებლობის თავისუფლების  დაცვას.




გამოკითხვა

თქვენი აზრით, ირღვევა თუ არა რელიგიური უმცირესობების უფლებები საქართველოში?
დიახ არა არ ვიცი

სიახლეები

24.02.2012
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ კონფესიების რეგისტრაციის წესის შეფასება
tolerantoba.ge

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლების მიერ მომზადებულ ანგარიშში (საქართველოს მიერ ვალდებულებების შესრულება 26, 01, 2012) დადებითად არის შეფასებული რელიგიური გაერთიანებების რეგისტრაციასთან დაკავშირებით განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილება.
24.02.2012
ახალი წიგნი მსოფლიო რელიგიების შესახებ
tolerantoba.ge

მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის პროექტის ფარგლებში, დავით თინიკაშვილისა და ზურაბ ჯაშის ავტორობით, მომზადდა წიგნი „მსოფლიო რელიგიები“. წიგნი მკითხველს გააცნობს 5 დიდი რელიგიის (იუდაიზმი, ქრისტიანობა, ისლამი ბუდიზმი, ჰინდუიზმი), ასევე ე.წ. ნაციონალური რელიგიების ძირითად საფუძვლებს, ზნეობრივ ნორმებს, მათი სამყაროსადმი მიმართებას. წიგნი მომზადდა ევანგელისტური განვითარების სამსახურის (EED) ფინანსური დახმარებით.
24.02.2012
რელიგიის თავისუფლების დღე – აშშ–ს პრეზიდენტის მიმართვა
tolerantoba.ge

16 იანვარს, ამერიკის შეერთებულ შტატებში რელიგიის თავისუფლების დღე აღინიშნება. 1786 წლის 16 იანვარს, ვირჯინიის შტატის გენერალურმა ასამბლეამ ვირჯინიის რელიგიის თავისუფლების სტატუტი მიიღო, რომლის ავტორი თომას ჯეფერსონი იყო. ეს აქტი საფუძვლად დაედო აშშ–ს კონსტიტუციის პირველ დამატებას, რომლითაც რელიგიის თავისუფლებაა გარანტირებული.
24.02.2012
22.8 მილიონი საპატრიარქოსთვის 2012 წელს
netgazeti.ge

საქართველოს საპატრიარქოს სახელმწიფოს ბიუჯეტიდან, მიმდინარე წლის მსგავსად, შემდეგ წელსაც 22.800 მილიონი ლარი გამოეყოფა, თუკი პარლამენტმა წლის ბოლოს 2012 წლის ბიუჯეტის პროექტი დაამტკიცა.
24.02.2012
უნდა გახდეს თუ არა სავალდებულო მართლმადიდებლური რელიგიის სწავლება?
netgazeti.ge

ქართველ ადვოკატთა ერთი ნაწილი მოითხოვს, საქართველოს საჯარო სკოლებში სავალდებულო გახდეს რელიგიის - მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების სწავლება. ადვოკატთა მოსაზრებით, რელიგიის სასწავლო პროგრამა სინოდმა უნდა შეიმუშაოს და პედაგოგებიც მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში შეირჩნენ.
22.02.2012
რესტავრირებულ მეჩეთს ახალციხეში მოოქროვილი გუმბათი ექნება
გულო კოხოძე, ახალციხე, netgazeti .ge
საქართველოსა და თურქეთის კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრებს შორის მიღწეული ზეპირი შეთანხმების შედეგად, რესტავრაცია უნდა ჩაუტარდეს ახალციხის მეჩეთს.
22.02.2012
რელიგიის სწავლება საჯარო სკოლებში
დავით თინიკაშვილი, ლიბერალი
საზოგადოების ნაწილის აზრით, სკოლებში რელიგიის საგნის შემოღებით შეიძლება დაირღვეს დემოკრატიული და სეკულარული სახელმწიფოს პრინციპები. მაგრამ დემოკრატიის ნორმები და პრინციპები სწორედაც რომ გულისხმობს და უშვებს ამგვარი განათლების საჭიროებას, რადგან ლიბერალურ-დემოკრატიული სახელმწიფო არ უნდა იყოს "იდეოლოგიზირებული", სადაც მხარდაჭერილია ერთი მსოფლმხედველობა და აკრძალულია სხვა.
22.02.2012
რა შეიცვალა რელიგიური უმცირესობებისთვის
ლელა დუმბაძე, გაზეთი ბათუმელები
„სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს“ მუფთი ჯემალ პაქსაძე მიიჩნევს, რომ რელიგიური უმცირესობების სამართლებრივ სტატუსთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილება სამუფთოსთვის ეფექტურია: „ამ ცვლილების შემდეგ ჩვენ დავარეგისტრირეთ თბილისისა და ბათუმის ცენტრალური მეჩეთები, ასევე, მიმდინარეობს საქართველოში არსებული ყველა სუნიტური და შიიტური მეჩეთის რეგისტრაციაც“.
22.02.2012
საჯარო რეესტრმა „მუსლიმთა სამმართველო“ და „იეზიდთა კრება“ ოფიციალურად დაარეგისტრირა
ინტერპრესნიუსი, 21.09.2011

რელიგიების შესახებ კანონის მიღების შემდეგ, საჯარო რეესტრმა ორი რელიგიური ორგანიზაცია - „სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო“ და „იეზიდთა სასულიერო კრება საქართველოში“ ოფიციალურად დაარეგისტრირა.
22.02.2012
ცვლილებები რელიგიური გაერთიანებების სამართლებრივ სტატუსთან დაკავშირებით
შორენა ლათათია, თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი

საქართველოს პარლამენტმა 2011 წლის 5 ივლისს დაჩქარებული წესით, ინიცირებიდან 5 სამუშაო დღეში, ცვლილებები შეიტანა საქართველოს სამოქალაქო კოდექსში, რომლის მიხედვითაც, რელიგიურ გაერთიანებებს საშუალება ეძლევათ, დარეგისტრირდნენ, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირები. ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, პარლამენტმა კანონი რეგლამენტის უხეში დარღვევით მიიღო. მათ ასევე მიაჩნიათ, რომ ახალი კანონი სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა და ის დახვეწას საჭიროებს.
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 [12] 13
Copyright © 2010 - 2017 HRIDC All Rights Reserved