რელიგიები

საქართველოში

Religiebi.info წარმოადგენს ადამიანის უფლებათა ცენტრის ახალ რესურს, რომელიც რწმენის და აღმსარებლობის თავისუფლების საკითხებს გააშუქებს, ხელს შეუწყობს ტოლერანტობის კულტურის განვითარებას, რელიგიათაშორისი დიალოგის გაღრმავებას და აღმსარებლობის თავისუფლების  დაცვას.




გამოკითხვა

თქვენი აზრით, ირღვევა თუ არა რელიგიური უმცირესობების უფლებები საქართველოში?
დიახ არა არ ვიცი

სიახლეები

22.02.2012
გამოკითხულთა 69% არ ეთანხმება რელიგიური გაერთიანებებისთვის საჯარო სამართლის პირის სტატუსის მინიჭებას
ინტერპრესნიუსი

NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 69% (ცვლილებაზე ინფორმირებულთა 48 პროცენტიდან) არ ეთანხმება სამოქალაქო კოდექსში შესულ ცვლილებას, რომლის შედეგადაც ყველა რელიგიურ გაერთიანებას საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი მიენიჭა.
16.02.2011
მუსლიმანების პროტესტი
ნათია როყვა, გაზეთი ”ბათუმელები”

გასულ კვირას დაბა ხულოში, საკრებულოს შენობის წინ, ასეულობით მუსლიმანმა საპროტესტო აქცია გამართა. ისინი ხელისუფლებას მათი რელიგიური  უფლებების ხელყოფაში ადანაშაულებენ.
16.02.2011
რელიგიური კონფესიების სამართლებრივი სტატუსი
ნინო ძანძავა, netgazeti.ge
რა სამართლებრივი სტატუსი ენიჭებათ დღეს რელიგიურ გაერთიანებებს საქართველოში? როგორია საქართველოში მოქმედი რელიგიური გაერთიანებების პოზიცია სტატუსთან დაკავშირებით და რა რეკომენდაციებს იძლევა ეუთო რელიგიისა და აღმსარებლობის კანონმდებლობის ანალიზისთვის? 
16.02.2011
რელიგიურ ნიადაგზე განხორციელებული თავდასხმები
თამარ ჩხეიძე, netgazeti.ge

ბოლო ორი წელია რელიგიური მოტივაციით ჩადენილ სამართალდარღვებს სულ უფრო იშვიათად ეძლევა სათანადო კვალიფიკაცია – ნათქვამია საქართველოს სახალხო დამცველის  ანგარიშში. 
08.02.2011
ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია მოზარდებმა დაარბიეს
გელა მთივლიშვილი, www.humanrights.ge

2008 - 2009 წლებთან შედარებით, 2010 წელს საქართველოში რელიგიური თავისუფლების შელახვისა და შეუწყნარებლობის ფაქტები შემცირდა. თუმცა, ერთეული შემთხვევები ისევ ხდება. 28 იანვარს ყვარლის რაიონის სოფელ ახალსოფელში ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია დაარბიეს. ეკლესიის ხელმძღვანელის, მარიკა ცხადაძის განცხადებით, პოლიციამ მოკვლევის შედეგად დანაშაულში ეჭვმიტანილები გამოავლინა. ისინი ამავე სოფლის საჯარო სკოლის მოსწავლეები აღმოჩნდნენ. 
07.02.2011
www.humanrights.ge

28 იანვარს, ყვარლის რაიონის სოფელ ახალსოფელში მდებარე ევანგელურ–ბაპტისტური ეკლესიის შენობის დარბევასთან დაკავშირებით სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს.
18.11.2009
რელიგიის თავისუფლების დაცვის კუთხით ვითარება მკვეთრად გაუარესდა
გელა მთივლიშვილი, www.humanrights.ge

ოფიციალური ინფორმაციით, 2009 წლის 01 იანვრიდან ივნისის თვის ჩათვლით, საქართველოში რელიგიის თავისუფლების შელახვისა და შეუწყნარებლობის 21 შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან 20 იეჰოვას მოწმეების წინააღმდეგ განხორციელებულ ქმედებებთან არის დაკავშირებული. საქართველოს სახალხო დამცველს, გიორგი ტუღუშს მიაჩნია, რომ წინა წლებთან შედარებით, რელიგიის თავისუფლების დაცვის თვალსაზრისით, ვითარება მკვეთრად გაუარესდა.
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 [13]
Copyright © 2010 - 2017 HRIDC All Rights Reserved