რელიგიები

საქართველოში

Religiebi.info წარმოადგენს ადამიანის უფლებათა ცენტრის ახალ რესურს, რომელიც რწმენის და აღმსარებლობის თავისუფლების საკითხებს გააშუქებს, ხელს შეუწყობს ტოლერანტობის კულტურის განვითარებას, რელიგიათაშორისი დიალოგის გაღრმავებას და აღმსარებლობის თავისუფლების  დაცვას.




გამოკითხვა

თქვენი აზრით, ირღვევა თუ არა რელიგიური უმცირესობების უფლებები საქართველოში?
დიახ არა არ ვიცი

სიახლეები

09.01.2015
2007 წელს დაზიანებული მეჩეთი და 2014 წელს დაწყებული გამოძიება
ნათია გოგოლაშვილი, humanrights.ge

„მეჩეთი მართლაც დანგრეული დაგვხვდა. მოუხდიათ სახურავი, გაუნადგურებიათ მთლიანად ჭერი, მოუძვრიათ ზევიდან ორი რიგი ქვის მასალა, რომელიც მოჩუქურთმებული იყო. მოხსნილი აქვს მთავარი შესასვლელი კარის ზედა და გვერდითი კედლების ქვები. შიგნით რომ შედიხარ, გასაგები ხდება, რომ მანამდე სოფელს საქონლისა და ღორების სადგომად უქცევია“, - ეს არის ამონარიდი ქართველ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარე ტარიელ ნაკაიძის მოხსენებითი ბარათიდან, რომელიც 2007 წელს ადიგენის რაიონის სოფელ ფლატეში მომხდარ ფაქტს აღწერს. 
 
19.12.2014
ჭელა და მოხე - რელიგიური დაპირისპირების ორი საშიში კერა
ნათია გოგოლაშვილი, humanrights.ge

„ჭელის ექსცესებმა გამოიწვია მოხის ექსცესები“, - ასე აფასებს ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფლებში განვითარებულ მოვლენებს სამცხე-ჯავახეთის მუფთი მამუკა ვაშაყმაძე. მისი თქმით, თუ ხელისუფლება პრობლემას სამართლიანად არ გადაწყვეტს, მოვლენები კიდევ უფრო დაიძაბება. მართლმადიდებელი მოქალაქეები, თავის მხრივ, „თურქული ექსპანსიის საფრთხეზე“ საუბრობენ და აცხადებენ, რომ „ასე თუ გაგრძელდა, შეიძლება, სისხლი დაიღვაროს“. ადამიანის უფლებათა ცენტრის მონიტორინგის ჯგუფი ადგილზე ჩავიდა და საქმის დეტალებს გაეცნო
21.11.2014
ტოლერანტობა და რელიგიური უმრავლესობის შიშები
ნათია გოგოლაშვილი, humanrights.ge

რამდენად ტოლერანტულები ვართ და იცავს თუ არა საქართველოს სახელმწიფო ერთნაირად ყველა მოქალაქის, ყველა ადამიანის რწმენისა და აღმსარებლობის უფლებას, რელიგიის თავისუფლებას? რამდენად არიან დაცული დისკრიმინაციული მოპყრობისგან განსხვავებული ეთნოსის, კანის ფერის, რასის, სექსუალური ორიენტაციის მქონე ადამიანები? რამდენად არიან დაცული ქალები ძალადობისგან, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები დამამცირებელი მოპყრობისგან?  
13.11.2014
დაპირისპირება სოფელ მოხეში
გიორგი ჯანელიძე, humanrightshouse.org 

ადიგენის რაიონის სოფელ მოხეში მუსლიმ  და მართლმადიდებლ ქართველებს შორის კონფლიქტი  წარმოიშვა. მიზეზი ერთ-ერთ მიტოვებულ შენობაში ბიბლიოთეკის მოწყობის გადაწყვეტილებაა. მუსლიმების განცხადებით, ამ ნაგებობაში ადრე მეჩეთი იყო განთავსებული, ამიტომ ეს ქმედება  მათი რელიგიური გრძნობების შეურაცყოფაა. შენობის დემონტაჟი ადგილობრივი მოსახლეობის პროტეტსის ფონზე წარიმართა, რასაც პოლიციიის მხრიდან კონფლიქტის მონაწილე რამდენიმე პირის დაკავება მოჰყვა. სახალხო დამცველის მონიტორინგის ჯგუფის ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ გამოყენებული იქნა გადამეტებული ძალა მშვიდობიანი აქციის მონაწილეების მიმართ.
08.04.2014
ანი ბერუკაშვილი

"მედია და რელიგია" – ამ სახელწოდებით საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტში შეხვედრა გაიმართა, შეხვედრას სხვადასხვა კონფესიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, თუმცა მედიის მისამართით კრიტიკა ძირითადად საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მხრიდან ისმოდა.
31.03.2014
მიშა მეფარიშვილი, netgazeti.ge

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გატარებული პოლიტიკა აჩვენებს, რომ სამინისტროს სათანადოდ არ აქვს გააზრებული სკოლებში სეკულარიზმისა და რელიგიის თავისუფლების დარღვევის მასშტაბი და პრობლემის სიმწვავე, - ასეთი დასკვნა გამოაქვს "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრს" (EMC), ჩატარებული კვლევის შემდეგ.
31.03.2014
დათო ქოქოშვილი, netgazeti.ge

საქართველოს სახალხო დამცველის 2013 წლის ანგარიშის მიხედვით, საჯარო სკოლებში რელიგიის თავისუფლების დაცვა “კვალავაც პრობლემად რჩება”. როგორც ომბუდსმენი თავის ანგარიშში აღნიშნავს, შეიძლება ითქვას, რომ განსხვავებული მრწამსის მქონე სკოლის მოსწავლეები დაუცველნი არიან როგორც ფსიქოლოგიური და მორალური, ასევე, ფიზიკური ძალადობისგანაც.
23.03.2014
ჩაცმის წესი ეკლესიაში
ია ფრანგიშვილი, გაზეთი ბათუმელები

ბოლო წლებში ქართული ეკლესიების შესასვლელებთან "დრესკოდის" დამწესებელი განცხადებები გამოჩნდა. ხშირად შეუსაბამოდ ჩაცმულ ადამიანებს სასულიერო პირები და სტიქაროსნები ეკლესიიდან გარეთ ისტუმრებენ, უკეთეს შემთხვევაში კი, ზეთისცხებისა და ზიარების უფლებას არ აძლევენ.
07.03.2014
საქართველოს ევანგელურ–ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი რუსუდან გოცირიძე მსოფლიოს მასშტაბით იმ ათ გამარჯვებულს შორის არის, რომლებიც 2014 წელს  ქალთა სიმამაცისთვის აშშ–ის სახელმწიფო მდივნის საერთაშორისო ჯილდოს მფლობელები გახდნენ.
18.02.2014
მერიის საკუთრებაში არსებულ მიწებზე მიმდინარე უნებართვო მშენებლობები და სახელმწიფოსთვის დაკარგული უძრავი ქონება. რის საფუძველზე გადასცემენ საპატრიარქოს მიწის ნაკვეთებს და რა სარგებელი აქვს ამით სახელმწიფოს?
1 2 [3] 4 5 6 7 8 9 10 11 12 13
Copyright © 2010 - 2017 HRIDC All Rights Reserved