რელიგიები

საქართველოში

Religiebi.info წარმოადგენს ადამიანის უფლებათა ცენტრის ახალ რესურს, რომელიც რწმენის და აღმსარებლობის თავისუფლების საკითხებს გააშუქებს, ხელს შეუწყობს ტოლერანტობის კულტურის განვითარებას, რელიგიათაშორისი დიალოგის გაღრმავებას და აღმსარებლობის თავისუფლების  დაცვას.




გამოკითხვა

თქვენი აზრით, ირღვევა თუ არა რელიგიური უმცირესობების უფლებები საქართველოში?
დიახ არა არ ვიცი

სიახლეები

11.01.2013
სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს მიმართვა საქართველოს მთავრობისადმი
10 01 2013, ombutsmen.ge

ისევე როგორც ყოველთვის, ჩვენს საზოგადოებრივ ცხოვრებაში, დღესაც აქტუალურია რელიგიური პრობლემატიკა. ამასთან ერთად, ვამჩნევთ, რომ დღევანდელ მთავრობას სურს სახელმწიფოსა და რელიგიურ გაერთიანებათა ურთიერთმიმართების შესახებ საკუთარი ხედვა შემოგვთავაზოს. აქედან გამომდინარე, სახალხო დამცველთან არსებულმა რელიგიათა საბჭოს წევრებმა საჭიროდ მივიჩნიეთ, რომ ამ მეტად მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო საკითხთან დაკავშირებით ჩვენი საერთო პოზიცია განგვემარტა. 
11.01.2013
გამართლებულია თუ არა, რელიგიური ხასიათის ღონისძიებებზე საბიუჯეტო თანხების გამოყენება
ნინო მშვიდობაძე, გურია, humanrights.ge

გურიაში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში რელიგიური ხასიათის ღონისძიებების განხორციელება ტენდენციად იქცა. მაგალითად, ბოლო ორი წლის განმავლობაში ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ამ პროგრამიდან, სოფლებში შვიდი ეკლესიისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობაზე 42 ათას ლარამდე დაიხარჯა. 
14.12.2012
სალომე ასათიანი, radiotavisupleba.ge

მაშ ასე. მისტიკა ამოხსნილია, ბუნდოვანება - გაფანტული. ახლა უკვე ზუსტად ვიცით, რას ნიშნავს ეს უცნაური, მაგრამ ამ ბოლო დროს სულ უფრო ხშირად მოსმენილი ფრაზა - “უმცირესობის უფლებების დაცვა არ უნდა ხდებოდეს უმრავლესობის უფლებების შელახვის ხარჯზე”.
08.12.2012
მართლმადიდებლები მუსლიმებს ახლა წინწყაროში დაუპირისპირდნენ
ნათია დანელიშვილი, 
ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრი

თეთრიწყაროს რაიონის სოფელ წინწყაროში რელიგიურ ნიადაგზე ადგილობრივები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. სიტუაცია ამ დრომდე დაძაბულია. სოფელში ვითარების გასარკვევად პარლამენტის წევრები სოსო ჯაჭვლიანი და ვიქტორ ჯაფარიძე ჩავიდნენ. დეპუტატები წინწყაროში ჩასახლებულ სვანებს შეხვდნენ. ადგილობრივებთან შეხვედრის დროს პარლამენტის წევრმა ვიქტორ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ დაპირისპირება თუ არ შეწყდა, სისხლისღვრა გარდაუვალია.
30.11.2012
ტოლერანტობა საქართველოში - მიღწევები და გამოწვევები (2012)

ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელის, ბექა მინდიაშვილის მოხსენება

წინამდებარე მოხსენაბა მიმდინარე, 2012 წლის ტენდენციებს ასახავს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ვითარდება საქართველოში სამოქალაქო ინტეგრაცია და ტოლერანტობის კულტურა, რა გამოწვევების წინაშე დგანან რელიგიური და ეთნიკური უმცირესობები, როგორია სახელმწიფო პოლიტიკა და საზოგადოებისა და მედიის დამოკიდებულება განსხვავებულ ჯგუფებისადმი.
30.11.2012

13:45 - თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ წინწყაროში მუსულმანურ სამლოცველოში პარასკევის ლოცვა მიმდინარეობს, თუმცა შენობას პოლიცია იცავს.
პოლიცია ადგილზე მას შემდეგ მივიდა, რაც სამლოცველოსთან ვითარება დაიძაბა. სოფლის მართლმადიდებელ და მუსულმან მაცხოვრებლებს შორის ადგილი ჰქონდა სიტყვიერ დაპირისპირებას.
30.11.2012
netgazeti.ge 

პრეზიდენტი ახალ მთავრობას მოუწოდებს, ჩავიდნენ ნიგზვიანში სიტუაციის განსამუხტად

"ქართველ მუსლიმთა კავშირი" განცხადებას ავრცელებს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ წინწყაროში, 28 ნოემბერს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
16.11.2012
გივი ავალიანი,netgazeti.ge   

რა ფორმით უნდა ვებრძოლოთ სიძულვილის ენის გამოყენებას, იგეგმება თუ არა მისი კრიმინალიზაცია? - ამ კითხვებით "ნეტგაზეთმა" საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წევრებს მიმართა.
16.11.2012
სომხური ეკლესია საპატრიარქოს გარდა სხვა კონფესიების საბიუჯეტო დაფინანსებას ითხოვს
ნინო კახიშვილი, netgazeti.ge 

რელიგიური უმრავლესობა, უმცირესობა და თანასწორობა საქართველოში სომხეთის სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიის წარმომადგენელი ლევონ ისახანიანი საქართველოს მთავრობას მიმართავს წინადადებით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან, მართლმადიდებლური ეკლესიის გარდა, სხვა კონფესიებიც დააფინანსონ 
02.11.2012
რელიგიური დაპირისპირება ნიგვზიანში
ლელა დუმბაძე "ბათუმელები" 

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზიანში მცხოვრები მუსლიმი მრევლი შიშობს, რომ ხვალ, 2 ნოემბერს, პარასკევის ლოცვაზე ტრადიციულ შეკრებას ვერ შეძლებს, რადგან სოფლის დანარჩენი მოსალეობის უმრავლესობა ამბობს, რომ მუსლიმ მრევლს ერთად ლოცვის საშუალებას არ მისცემენ.
1 2 3 4 [5] 6 7 8 9 10 11 12 13
Copyright © 2010 - 2017 HRIDC All Rights Reserved