რელიგიები

საქართველოში

Religiebi.info წარმოადგენს ადამიანის უფლებათა ცენტრის ახალ რესურს, რომელიც რწმენის და აღმსარებლობის თავისუფლების საკითხებს გააშუქებს, ხელს შეუწყობს ტოლერანტობის კულტურის განვითარებას, რელიგიათაშორისი დიალოგის გაღრმავებას და აღმსარებლობის თავისუფლების  დაცვას.




გამოკითხვა

თქვენი აზრით, ირღვევა თუ არა რელიგიური უმცირესობების უფლებები საქართველოში?
დიახ არა არ ვიცი

სიახლეები

20.06.2012
დეკანოზი თეოდორე: უსუსურია მღვდელი, რომელსაც კეისრის დახმარება სჭირდება
ლევან სუთიძე, tabula.ge

დეკანოზი თეოდორე გიგნაძე მართლმადიდებე­ლი მისიონერია. ცოტა ხნის წინ ილიას უნივერ­სიტეტში მის ლექციას საზოგადოების ნაწილის პროტესტი მოჰყვა. საზოგადოებისთვის ცნობი­ლი სხვა მართლმადიდებელი სასულიერო პირე­ბისგან ის ქარიზმატულობითა და აქტიური სამი­სიონერო მოღვაწეობით გამოირჩევა. მამა თეოდორეს ქადაგებების ბეჭდური, აუდიო თუ ვიდეოჩანაწერები მართლმადიდებელ მრევ­ლში დიდ ინტერესს იწვევს. მასთან ინტერვიუ ჯვართამაღლების ტაძ­რის ეზოში ჩაიწერა, სადაც ის ცხრა წელია მსახურებს.
13.06.2012
იეჰოვას მოწმის შვილის მართლმადიდებლად მონათვლის ისტორია
სალომე აჩბა 

ონში მცხოვრები იეჰოვას მოწმე ადამიანის უფლებათა ცენტრთან საუბრისას აცხადებს, რომ გასულ კვირას ონში მასთან შეთანხმების გარეშე მართლმადიდებლად მონათლეს მისი 13 წლის გოგონა. გოგონას დედა ამბობს, რომ მართლმადიდებლად მონათვლა სკოლის ბიოლოგიის მასწავლებლის ინა შერაზადიშვილის უშუალო ჩარევით, დედასთან შეთანხმების გარეშე მოხდა. 
13.06.2012
რუსული ეკლესია ნათლობის საიდუმლოს ორი გასაუბრების შემდეგ აღასრულებს
ambebi.ge

რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია ნათლობის პროცედურას ცვლის. მალე ნათლობისთვის მოსაზმადებელი საბოლოო აქტი, რომელსაც "გამოცხადება" დაერქმევა, დამატებითი სავალდებულო პროცედურა გახდება.
11.06.2012
ქალთა ხელდასხმის პრაქტიკა ქრისტიანულ ეკლესიებში
სალომე ასათიანი, რადიო თავისუფლება

ახლახან პრაღაში გაიმართა ევროპის ბაპტისტური ეკლესიების ღვთისმსახური ქალების კონფერენცია, რომელიც ღვთისმსახურ ქალთა ქსლის მიერ იყო ორგანიზებული. დღევანდელ მსოფლიოში ქალების ხელდასხმის პრაქტიკას უკვე არაერთი ქრისტიანული მიმდინარეობა უშვებს, თუმცა ეს საკითხი ერთ-ერთი, ეკლესიებს შორის კვლავ ყველაზე მწვავე განხეთქილების გამომწვევი თემაა. კათოლიკური ეკლესია, მაგალითად, ქალთა ხელდასხმას „მძიმე დანაშაულად“ 
06.06.2012
ბაჰაის მოძღვრება საქართველოში
სალომე აჩბა

ბაჰაის მოძღვრება, მსოფლიო რელიგიებიდან ერთ-ერთ ყველაზე ახალგაზრდა რელიგიაა. იგი სათავეს 19-ე საუკუნეში, ირანში იღებს და მის ფუძემდებლად  წინასწარმეტყველი ბაბი ითვლება. 
23.05.2012
სალომე აჩბა, www.religiebi.info

ინტერნიუსის მიერ ჩატარებული მედიამონიტორინგის შედეგების მიხედვით, ბეჭდური მედიიდან, რელიგიურ უმცირესობებთან დაკავშირებულ საკითხებს, ყველაზე ხშირად გაზეთი „ბათუმელები“ აშუქებს, ყველაზე ნაკლებად კი, გაზეთი „რეზონანსი“.
21.05.2012
საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის სოციალური მსახურება
დავით თინიკაშვილი, liberali.ge
 
თბილისში პირველი ბაპტისტური თემი მე-19 საუკუნის სამოციან წლებში გერმანელმა მისიონერმა მარტინ კავლაიტმა ჩამოაყალიბა. ამ თემის წევრები, ძირითადად, რუსი, სომეხი და ოსი მორწმუნეებისგან შედგებოდა. პირველი ქართული ბაპტისტური თემის ჩამოყალიბება კი ილია კანდელაკის სახელს უკავშირდება, რომელიც 1913 წელს ვილნიუსის ბაპტისტურ ეკლესიაში მოინათლა  და 1919 წელს თბილისში ქართულ ბაპტისტურ ეკლესიას დაარსა. 1926 წელს ილია კანდელაკი მოწამეობრივად აღესრულა:  კახეთში სამისიონეროდ წასული ჩეკას დავალებით მოკლეს.
18.05.2012
გფარავდეს პატრული
ვახუშტი მენაბდე, liberali.ge

არის ასეთი საქმე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაში, დიდი სათაური აქვს და უფრო დიდი მნიშვნელობა ადამიანის უფლებათა განვითარებისთვის, ხოლო ჩვენი ხელისუფლების ჭკუის სასწავლებლად შეუფასებელი. ასე ქვია ,,იეჰოვას მოწმეთა გლდანის კონგრეგაციის 97 წევრი და ოთხი სხვა პირი საქართველოს წინაააღმდეგ ''.
18.05.2012
რელიგიათა საბჭოს გასვლითი სხდომა და კონსულტაციები სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან
tolerantoba.ge

2012 წლის 7-9 მაისს, კაჭრეთში, სასტუმრო ამბასადორში, საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს გასვლითი სხდომა და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან კონსულტაციები გაიმართა.

16.05.2012
უნდა ისჯებოდეს თუ არა საჯარო სიძულვილი?
სალომე აჩბა, www.religiebi.info

უნდა ისჯებოდეს თუ არა „სიძულვილის ენა“ კანონით?! ეს კითხვა სქართველოში სულ უფრო ხშირად ისმის. საჯაროდ გავრცელებული სიძულვილის შემცველი მოსაზრებებისადმი თანამედროვე მსოფლიოში ორგვარი მიდგომა არსებობს -ამერიკული და ევროპული. ევროპული მიდგომის მიხედვით, სიძულვილის ენა კრიმინალიზებულია და ის საერთოდ არაა გამოხატვის თავისუფლებით დაცული. ამერიკული მიდგომით კი, სიძულვილის ენის ტირაჟირება კანონით არ ისჯება.
1 2 3 4 5 6 [7] 8 9 10 11 12 13
Copyright © 2010 - 2017 HRIDC All Rights Reserved