რელიგიები

საქართველოში

Religiebi.info წარმოადგენს ადამიანის უფლებათა ცენტრის ახალ რესურს, რომელიც რწმენის და აღმსარებლობის თავისუფლების საკითხებს გააშუქებს, ხელს შეუწყობს ტოლერანტობის კულტურის განვითარებას, რელიგიათაშორისი დიალოგის გაღრმავებას და აღმსარებლობის თავისუფლების  დაცვას.




გამოკითხვა

თქვენი აზრით, ირღვევა თუ არა რელიგიური უმცირესობების უფლებები საქართველოში?
დიახ არა არ ვიცი

სიახლეები

16.05.2012
უნდა ისჯებოდეს თუ არა საჯარო სიძულვილი?
სალომე აჩბა, www.religiebi.info

უნდა ისჯებოდეს თუ არა „სიძულვილის ენა“ კანონით?! ეს კითხვა სქართველოში სულ უფრო ხშირად ისმის. საჯაროდ გავრცელებული სიძულვილის შემცველი მოსაზრებებისადმი თანამედროვე მსოფლიოში ორგვარი მიდგომა არსებობს -ამერიკული და ევროპული. ევროპული მიდგომის მიხედვით, სიძულვილის ენა კრიმინალიზებულია და ის საერთოდ არაა გამოხატვის თავისუფლებით დაცული. ამერიკული მიდგომით კი, სიძულვილის ენის ტირაჟირება კანონით არ ისჯება.
14.05.2012
სხვადასხვა კონფესიებმა საპატრიარქოს განცხადებას მხარი არ დაუჭირეს
სალომე აჩბა, www.religiebi.info

10 მაისს „გერმანულ სახლში“ გამართული ინტერრელიგიური ჯგუფის სამუშაო შეხვედრა მუსლიმთა სამმართველოს წარმომადგენელმა ვაგიფ აკპეროვმა პროტესტის ნიშნად დატოვა. აკპეროვი საპატრიარქოს წარმომადგენლის თეა გოგოტიშვილის მიერ აზიზიეს მეჩეთის შესახებ გაკეთებულმა განცხადებამ გააღიზიანა. გოგოტიშვილის თქმით, სულთანი აბდულ აზიზი ქრისტიანებს ხოცავდა და საქართველოში მისი სახელობის მეჩეთის აშენება იგივეა, რაც ისრაელში ჰოლოკოსტის ძეგლების დადგმა.
08.05.2012
ხელისუფლება ჯვრის დემონტაჟს მოითხოვს
ლელა დუმბაძე, netgazeti.ge

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭარისწყლის მოსახლეობის მართლმადიდებელმა მრევლმა ეკლესიის მახლობლად არსებულ ტერიტორიაზე ჯვარი აღმართა. ტერიტორია აჭარის ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა, ამიტომ ზედამხედველობის სამსახური მიიჩნევს, რომ მრევლმა ჯვარი უკანონოდ, სხვის ტერიტორიაზე აღმართა და მათ ჯვრის დემონტაჟი მოსთხოვა.
08.05.2012
სამოქალაქო საზოგადოება გამკაცრებული კანონის პრაქტიკაში განხორციელებას ელოდება
სალომე აჩბა, www.religiebi.info 

ცოტა ხნის წინ ძალაში შევიდა ცვლილებები საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში, რომლის მიხედვითაც დანაშაული რელიგიური, ეთნიკური მიკუთვნების, სექსუალური ორიენტაციისა და სხვა დისკრიმინაციული მოტივით, დამამძიმებელ გარემოებად ჩაითვლება. ექსპერტები ამ კანონს დადებითად აფასებენ და იმედოვნებენ, რომ იგი სხვადასხვა ნიშნით დისკრიმინაციის პრევენციული მექანიზმი იქნება.  
30.04.2012
როგორ აშუქებს ქართული მედია რელიგიურ თემებს
სალომე აჩბა, www.religiebi.info

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის მიერ ჩატარებული მედიამონიტორინგის შედეგების მიხედვით, ქართული მედია რელიგიურ თემაზე  ყველაზე ხშირად აშუქებს: მართლმადიდებლურ რელიგიურ დღესასწაულებს, ახალი მართლმადიდებლური ეკლესიების მშენებლობას და ძველების რეაბილიტაციას, საქართველოს საპატრიარქოს ღონისძიებებსა და მართლმადიდებლურ ცერემონიებს.
30.04.2012
“მღვდელო, თქვი არა!”
პაატა შამუგია, liberali.ge

“შენ, მღვდელო საეკლესიო კათედრაზე, ხვალ თუ ისინი გიბრძანებენ, მკვლელობა ადიდო და ომის სიწმიდე იქადაგო, მაშინ ესღა გრჩება:
თქვი არა!”

ვოლფგანგ ბორხერტი "მაშინ ესღა რჩება" (თარგმანი: დ. ბარბაქაძე)
30.04.2012
ქალი ეპისკოპოსი - უჩვეულო მოვლენა „ჩვეულებრივი“ ქართული საზოგადოებისთვის
დავით თინიკაშვილი, liberali.ge
 
26 აპრილს გადაცემა „პროფილმა" კიდევ ერთ უჩვეულო სანახაობას „მიგვამთხვია" - გაგვაცნო ქართველი ეპისკოპოსის, რუსუდან გოცირიძის პირადი ცხოვრების დეტალები.
25.04.2012
რელიგიური უმცირესობა ქართული ბიუროკრატიის ლაბირინთებში
სალომე აჩბა, მანონ ბოკუჩავა, www.religiebi.info  

„ამდენი მხოლოდ ერთი მიზეზის გამო გვაწვალეს - ჩვენ რელიგიურ უმცირესობას წარმოვადგენთ“

როგორც ევანგელისტურ-პროტესტანტული ეკლესიის წარმომადგენლები ამბობენ, რუსთავში არსებულ სალოცავთან დაკავშირებით, ქალაქის ადმინისტრაციისგან ბიუროკრატიული ბარიერები ექმნებათ. ამ საკითხზე, ევანგელისტურ-პრრიტესტანტული ეკლესიის პასტორი გიორგი ჩიტაძე გვესაუბრა. 

23.04.2012
ვაიშნავისტური დღესასწაული თბილისში
ნინო თოფურიძე, netgazeti.ge

ღმერთის ქანდაკებებით, ყვავილებითა და ინდოელი სულიერი მოძღვრის სურათებით გაფორმებულ ოთახში თბილისში მცხოვრებმა კრიშნაიდებმა კრიშნას ერთ-ერთი რეინკარნაცია აღნიშნეს. 
18.04.2012
აკრძალვის მიუხედავად საჯარო სკოლებში სამლოცველოები ისევ არსებობს
სალომე აჩბა, religiebi.info 

სკოლის ეზოში ხალხმრავლობაა. მშობლები პატარა ჯგუფებად დგანან და სახეზე მოუთმენლობა ეტყობათ. როგორც ჩანს, პირველი სმენის გაკვეთილები დასრულდა და  შვილებს ელიან. მე სკოლის შენობაში არსებული ეკლესიის შესასვლელს ვეძებ. როგორც აღმოჩნდა, ეკლესიაში მოხვედრა არა ცენტრალური, არამედ სკოლის გვერდითა შესასვლელიდანა არის შესაძლებელი. 
1 2 3 4 5 6 7 [8] 9 10 11 12 13
Copyright © 2010 - 2017 HRIDC All Rights Reserved