რელიგიები

საქართველოში

Religiebi.info წარმოადგენს ადამიანის უფლებათა ცენტრის ახალ რესურს, რომელიც რწმენის და აღმსარებლობის თავისუფლების საკითხებს გააშუქებს, ხელს შეუწყობს ტოლერანტობის კულტურის განვითარებას, რელიგიათაშორისი დიალოგის გაღრმავებას და აღმსარებლობის თავისუფლების  დაცვას.




გამოკითხვა

თქვენი აზრით, ირღვევა თუ არა რელიგიური უმცირესობების უფლებები საქართველოში?
დიახ არა არ ვიცი

სიახლეები

11.04.2012
სააკაშვილი: კათოლიკური ეკლესიის მრევლი  ‘ჩვენი ქვეყნის ევროპული არჩევანის ერთგული საყრდენია’
სივილ ჯორჯია

საქართველოს კათოლიკური ეკლესიის მრევლისადმი გაგზავნილ სააღდგომო მისალოცში პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ „საქართველოში კათოლიკე  ეკლესიის მრევლი  ისტორიულად იყო და დღესაც არის  ჩვენი ქვეყნის ევროპული არჩევანის ერთგული საყრდენი“.
06.04.2012
მეუფე იობი: სინოდი ხელისუფლებას მიმართავს ID ბარათების თაობაზე
 
წმინდა სინოდმა გადაწყვიტა, მიმართოს საქართველოს ხელისუფლებას ელექტრონულ ბარათებთან დაკავშირებით, რათა შეიქმნას ალტერნატიული საბუთები, "რომელშიც არ იქნება ჩიპი და რიცხვი 666". ინფორმაცია ამის თაობაზე სინოდის წევრმა, ურბნისისა და რუისის მიტროპოლიტმა იობმა მიაწოდა მრევლს რუისის საკათედრო ტაძარში ქადაგებისას.

06.04.2012
არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება ქსენოფობიის, რელიგიური და ეთნიკური შეუწყნარებლობის წინააღმდეგ
humanrights.ge

ბოლო პერიოდში მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით („25-ე არხი“; გაზეთი „ქრონიკა“ და სხვა) სხავადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლების მხრიდან გაკეთდა განცხადებები, რომლებიც შეიცავდა ქსენოფობიის, რელიგიური და ეთნიკური შეუწყნარებლობის ნიშნებს. აღნიშნული განცხადებების  ავტორები, სავარაუდოდ, ცდილობენ, ეთნიკურ და რელიგიურ გრძნობებზე თამაში ამომრჩეველთა ხმების მოპოვების მთავარ იარაღად აქციონ.
06.04.2012
იეჰოვას მოწმეთა დევნა ომბუდსმენის ანგარიშში
თაზო კუპრეიშვილი, netgazeti.ge

უკვე რამდენიმე თვეა, ქარელის რაიონულ პროკურატურაში დაწყებულია სისხლის სამართლის საქმის გამოძიება რელიგიური დევნის მუხლით. საქმე ეხება მართლმადიდებელი სასულიერო პირის მიერ იეჰოვას მოწმეებისთვის ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას.
06.04.2012
სიძულვილი, როგორც დამამძიმებელი გარემოება
ანი ჭანკოტაძე, liberali.ge 

ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის ოფისში გამართულ დისკუსიაზე საქართველოს სისხლის სისხლის სამართლის კოდექსში შესული ცვლილებები განიხილეს. ცვლილებების მიხედვით, სიძულვილი დანაშაულის ჩადენისას დამამძიმებელ გარემოებად ჩაითვალა. 
04.04.2012
დანაშაულის დამამძიმებელ გარემოებად შეუწყნარებლობის მოტივი ჩაითვლება
2012 წლის 27 მარტს, მესამე მოსმენით, პარლამენტმა სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებები დაამტკიცა. ამ ცვლილებების მიხედვით, შეუწყნარებლობის მოტივი დანაშაულის დამამძიმებელ გარემოებად ჩაითვლება.

04.04.2012
რელიგიის თავისუფლება და ეროვნული უმცირესობების უფლებები სახალხო დამცველის 2011 წლის საპარლამენტო ანგარიშში
2012 წლის 28 მარტს „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22–ე მუხლის თანახმად, სახალხო დამცველმა საქართველოს პარლამენტს წარუდგინა ანგარიში 2011 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ. ანგარიშში, ტრადიციულად, ცალკე თავები ეთმობა რელიგიის თავისუფლებასა და ეროვნული უმცირესობებების უფლებებს.
04.04.2012
იეჰოვას მოწმეები აცხადებენ, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახურთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნათ
სალომე აჩბა, www.religiebi.info 

იეჰოვას მოწმეებს ომარ აზნაურაშვილსა და ბონდო ჯავახიშვილს, ისანი-სამგორის გამგეობის სამხედრო კომისარიატში სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნათ.  აზნაურაშვილი და ჯავახიშვილი წვევამდელები არიან. თუმცა, საქართველოს კანონმდებლობა, რელიგიური მრწამსიდან გამომდინარე, მათ სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან ათავისუფლებს. მიუხედავად ამისა, ისანი-სამგორის გამგეობის სამხედრო განყოფილებამ მათ შეიარაღებულ ძალებში გაწვევის  უწყება  მაინც გაუგზავნა. 
29.03.2012
მართლმადიდებლები, ბაპტისები და ორმოცდაათიანელები სასულიერო პოეზიამ გააერთიანა
სალომე აჩბა

ქრისტიან ქალთა ცენტრის ინიციატივით, 20 მარტს „კავკასიურ სახლში“ სასულიერო პოეზიის საღამო გაიმართა. საღამოზე რამდენიმე ქრისტიანული დენომინაციის წარმომადგენლების: მართლმადიდებლების, ორმოცდაათიანელებისა და ბაპტისტების შემოქმედება წარმოადგინეს. ქრისტიან ქალთა ცენტრი ცხრა სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენელ ქალთა ერთობაა. ორგანიზაციის მთავარი საქმიანობა, ამ ეტაპზე, ძირითადად, საქველმოქმედო აქტივობებით შემოიფარგლება. 
26.03.2012
დისკუსია - რელიგია და ადამიანის უფლებები
სალომე აჩბა, religiebi.info

რელიგიური დოგმებისა და ადამიანის ფუნდამენტურ უფლებათა ურთიერთკავშირი; რელიგიის, როგორც ინსტიტუციონალური სისტემის როლი ხელისუფლებების ლეგიტიმაციის საკითხში; საქართველოში სეკულარიზაციასთან დაკავშირებული პრობლემები -  ამ საკითხებზე საჯარო დისკუსიას 15 მარტს ორგანიზაცია „იდენტობის“ ოფისმა უმასპინძლა. 
1 2 3 4 5 6 7 8 [9] 10 11 12 13
Copyright © 2010 - 2017 HRIDC All Rights Reserved