რელიგიები

საქართველოში

Religiebi.info წარმოადგენს ადამიანის უფლებათა ცენტრის ახალ რესურს, რომელიც რწმენის და აღმსარებლობის თავისუფლების საკითხებს გააშუქებს, ხელს შეუწყობს ტოლერანტობის კულტურის განვითარებას, რელიგიათაშორისი დიალოგის გაღრმავებას და აღმსარებლობის თავისუფლების  დაცვას.




გამოკითხვა

თქვენი აზრით, ირღვევა თუ არა რელიგიური უმცირესობების უფლებები საქართველოში?
დიახ არა არ ვიცი

სიახლეები

21.03.2012
ვნებათაღელვა აზიზიეს მეჩეთის გარშემო
სალომე აჩბა

თურქეთში არსებული ქართული კულტურული ძეგლების რესტავრაციასთან დაკავშირებით, თურქეთისა და საქართველოს კულტურის სამინისტროებს შორის მოლაპარაკებები გადამწყვეტ ფაზაში შევიდა. როგორც საქართველოს კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები აცხადებენ, ამჟამად მხარეები ხელშეკრულების საბოლოო ვარიანტზე მუშაობენ და მას ხელს უახლოეს მომავალში მოაწერენ.  
16.03.2012
რელიგიური, ეთნიკური, რასობრივი, სექსუალური ნიშნით ჩადენილი დანაშაულისთვის სასჯელი გამკაცრდება
სალომე აჩბა

სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილებების მიხედვით, დანაშაულის ჩადენა რელიგიური, ეთნიკური, რასობრივი,  სექსუალური ორიენტაციისა და სხვა დისკრიმინაციული მოტივით, პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად ჩაითვლება. პარლამენტს კოდექსში შესატანი ცვლილებები უკვე წარედგინა.
07.03.2012
ბუტაფორიული, გაუბედავი და იძულებითი გადაწყვეტილება რელიგიური თანასწორობისთვის
დავით თინიკაშვილი, liberali.ge

2012 წლის 29 თებერვალს, სასტუმრო თბილისი მარიოტში შედგა ახალი ვებ-გვერდის პრეზენტაცია, რის შემდგომაც გაიმართა სემინარი თემაზე „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში შეტანილი ახალი ცვლილებები რელიგიური ორგანიზაციის რეგისტრაციის შესახებ: მოლოდინები და შედეგები". შეხვედრის ორგანიზატორი ორგანიზაცია  ადამიანის უფლებათა ცენტრი გახლდათ.

07.03.2012
გიორგი ტუღუში: „საზოგადოების ნაწილში ტოლერანტობის პრინციპებზე მყარი კონსენსუსი, სამწუხაროდ, მიღწეული არ არის“
თამთა ბელიაშვილი

საქართველოს სახალხო დამცველი, გიორგი ტუღუში 29 თებერვალს სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ ადამიანის უფლებათა ცენტრის ახალი საიტის - http://www.religiebi.info-ს/ პრეზენტაციას დაესწრო. მან ასევე მონაწილეობა მიიღო დისკუსიაში, რომელიც რელიგიური ორგანიზაციების რეგისტრაციის შესახებ საქართველოს სამოქალაქო კოდექსში შეტანილი ახალ ცვლილებებს ეხებოდა. სახალხო დამცველმა მოკლედ მიმოიხილა რელიგიური უმცირესობების პრობლემები და საკანონმდებლო ცვლილებებს წინ გადადგმული ნაბიჯი უწოდა. სრული სახით გთავაზობთ სახალხო დამცველის გამოსვლას.

06.03.2012
რელიგიური ან ეთნიკური მოტივით ჩადენილი დანაშაულისთვის, პასუხისმგებლობა მკაცრდება
 06-03-2012 , Interpressnews 

რასობრივი, ენობრივი, რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობით ჩადენილი ნებისმიერი დანაშაულისთვის, პასუხისმგებლობა მკაცრდება.
ამასთან დაკავშირებით ცვლილება "სისხლის სამართლის კოდექსში" შედის.
01.03.2012
ადამიანის უფლებათა ცენტრის ახალი ვებგვერდის პრეზენტაცია და სემინარი რელიგიური უმცირესობების პრობლემებზე
თამთა ბელიაშვილი

29 თებერვალს სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ ადამიანის უფლებათა ცენტრმა და „ოსლოს კოალიციამ რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლების შესახებ“ ახალი ვებგვერდის - religiebi.info-ს პრეზენტაცია გამართეს. შეხვედრის მეორე ნაწილი დაეთმო სემინარს „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში შეტანილი ახალი ცვლილებები რელიგიური ორგანიზაციების რეგისტრაციის შესახებ: მოლოდინები და შედეგები“. 
28.02.2012
რელიგია და კანონმდებლობა
ანალიტიკური სტატია, azrebi.ge

ქვემოთ განხილულია ვალერი ლორიას, ბაადურ გელაშვილისა და მანანა ბენდელიანის წიგნი "ადამიანის უფლებები და რელიგია", (გამომცემლობა "თობალისი" თბილისი 2006).

27.02.2012
სანდრო ბარამიძე
სახიფათო იმბალანსი, 2010

დაპირისპირება „ლიბერალური“ და „მართლმადიდებლური“ იდეალების მიმდევრებს შორის გრძელდება. კარგია, რომ ვნებები შედარებით დაცხრა, ფიზიკური შეხლა-შემოხლა შეწყდა, იდეოლოგიურმა ბატალიებმა დისკუსიის ფორმა მიიღო და ქუჩიდან პრესის ფურცლებზე, სოციალური ქსელების უებგვერდებზე, ტელე- და რადიოსტუდიებში გადაინაცვლა. თუმცა, მდგომარეობა მაინც რთულია.
27.02.2012
რელიგიური გაერთიანებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირად რეგისტრაციის წესის შესახებ
დისკუსია ჰაინრიჰ ბიოლის ფონდში:2011

საქართველოს პარლამენტის მიერ 2011 წლის 5 ივლისს "რელიგიური გაერთიანებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირად რეგისტრაციის წესის შესახებ" კანონის მიღებას დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა. რა დადებითი ან უარყოფითი შედეგი შეეძლო გამოეღო ამ კანონის მიღებას, იყო თუ არა ის რაიმე საფრთხის მატარებელი, რა საფრთხეს ხედავს საპატრიარქო კანონის მიღებაში,  როგორ ითვლება ქვეყანაში ამა თუ იმ რელიგიის მიმდევართა რაოდენობა და სხვა - ის კითხვები იყო, რომელიც დარბაზში მყოფმა საზოგადოებამ დისკუსიის მომხსენებლებს დაუსვა. 
27.02.2012
ეთნიკური, რელიგიური და სექსუალური უმცირესობების გაშუქება ქართულ პრესაში
მონიტორინგის შუალედური შედეგების პრეზენტაცია

21 დეკემბერს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალურ ოფისში ქართულ პრესაში ეთნიკური, რელიგიური და სექსუალური უმცირესობების გაშუქების მონიტორინგის შუალედური შედეგების პრეზენტაცია გაიმართა.
1 2 3 4 5 6 7 8 9 [10] 11 12 13
Copyright © 2010 - 2017 HRIDC All Rights Reserved